ისრაელის პრემიერ-მინისტრის კორუფციული ბრალდებების საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
289 24 მაისი 2020, 15:07

ისრაელში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს კორუფციული ბრალდებების საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება.

ნეთანიაჰუ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში სისხლის სამართალში მიცემული პირველი პრემიერ-მინისტრია, ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში.

გასული წლის ბოლოს ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ კორუფციული ბრალდება წაუყენა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. პროკურორებმა მაშინ განაცხადეს, რომ ნეთანიაჰუ მდიდარი ბიზნესმენებისგან იღებდა საჩუქრებს, რომელთა საერთო ღირებულებაა 300 ათასი დოლარი. ასევე მედიაბიზნესის წარმომადგენლებს სამსახურს უწევდა თავისი მოღვაწეობის უფრო დადებითი გაშუქების სანაცვლოდ.

ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს და  მას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ ისრაელის კნესეტმა ნდობის ვოტუმი გამოუცხადა 35-ე მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი