გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
83 26 აპრილი 2024, 18:16

რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, თუ ჩვენ ევროატლანტიკური სივრცისკენ მივისწრაფვით, მაშინ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკის“ ეთერში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში დაინიცირებულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

„მე ძალიან არ მიყვარს, მეზიზღება ორმაგი ბუღალტერია. სახელმწიფოს საკითხებში ორმაგი ბუღალტერია არის სახელმწიფოს განადგურების, დაშლის, მოსპობის წინაპირობა. რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, თუ ჩვენ ევროატლანტიკური სივრცისკენ მივისწრაფვით, მაშინ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს. თუ შეიძლება საფრანგეთში, სლოვაკეთში, ავსტრალიაში, აშშ-ში, სხვაგან - ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში, ის შესაძლებელი უნდა იყოს კანდიდატ ქვეყანაში მისი მოქალაქეებისთვის. ორმაგი ბუღალტერია არის დამღუპველი. რაც შეიძლება სხვისთვის, ის შესაძლებელია ჩემთვის - ეს უნდა გაიგოს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ძვირფასმა პარტნიორებმა და იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებსაც ამ ქვეყანაში ხატად გადაქცეული ჰყავთ არა საქართველოს თავისუფლება და დემოკრატია, არამედ სააკაშვილი. ასე არ გამოვა - უნდა ჩამოყალიბდნენ, რა ურჩევნიათ: ქვეყანა თავისი პოლიტიკური პარტიებით, თუ ერთი ვიგინდარა კრიმინალი ადამიანი, რომელმაც სული ამოხადა ამ ქვეყანას, ახლა კი არის პატიმარი და იხდის სასჯელს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს
მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზას საფრთხეს შეუქმნის და აშშ-საქართველოს ურთიერთობას ძირს გამოუთხრის
დამითმია ჩემი თვალიც, ცხვირიც და რა ვიცი კიდევ, რაც უნდათ. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს ვერავინ დაამარცხებს
ნეთიუ მილერი - თუ თქვენ საქართველოში კანონპროექტის ტექსტს შეხედავთ, ან კანონპროექტის ტექსტს, რომელიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით მიიღეს, ისინი ძალიან განსხვავდება იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ აშშ-ში გვაქვს
არქივი