პროფკავშირებმა კომპანია ბოლტსა და იანდექსს სასამართლოში უჩივლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
781 05 მარტი 2024, 13:57

პროფკავშირებმა იანდექსისა და ბოლტის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. დასაქმებულების უფლებებსა და ინტერესებს გზებისა და ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანია იცავს. ის ტაქსის მძღოლებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. 

იანდექსი და ბოლტი აპლიკაციები რისი მეშვეობითაც მგზავრები ტაქსებს იძახებენ. ტაქსის მძღოლებს არა აქვთ გაფორმებული კონტრაქტი, შესაბამისად, მათი სამუშაო პირობები ხშირად იცვლება. მაგალითად, ყოველი დღიური პროცენტი შესაძლოა დილით ერთი იყოს, საღამოს მეორე...

აქ საუბარია პროცენტზე, რომელსაც მძღოლები იანდექსს და ბოლტს ყოველდღიურად უტოვებენ. მანქანის ხარჯებს, საწვავის ფასს მთიანად მძღოლები ანაზღაურებენ, შესაბამისად, მაღალ პროცენტზე მუშაობა მძღოლების ჯიბეს ურტყავს.

იანდექსის და ბოლტის უხილავი ადმინისტრატორები მძღოლებს პროცენტს გაუფრთხილებლად უზრდიან ხოლმე, არც გაფრთხილება ხდება წინასწარ და არც შეთანხმება, არადა, მძღოლებს არწმუნებენ, პარტნიორები ვართო, თუ პარტნიორები არიან, მაშინ ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ მძღოლები არ არიან დაცულნი, აუცილებელია მათთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს“, ამბობს ლავრენტი ალანია. 

როგორც აღმოჩნდა, არც იანდექსის და არც ბოლტის მძღოლები კანონით დაცულები არ არიან. აპლიკანტი კომპანიები მძღოლების დაზღვევაზე, მანქანების შენახვაზე ან სხვა ხარჯების გაღებაზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. 

შემთხვევითი არ არის, რომ ლავრენტი ალანიამ როგორც იანდექსის, ისე ბოლტის ადმინისტრაცია უხილავი უწოდა. მათ კვალს პროფკავშირებმა ვერ მიაგნო... არადა, პრეტენზიები ბევრი დაგროვდა. დაცული სამუშაო პირობების გარდა, ხშირია შემთხვევები, როცა მგზავრები სხვადასხვა მიზეზით მძღოლების წინააღმდეგ საჩივარს წერენ, იანდექსს და ბოლტს კი ეს მძღოლები შავ სიაში შეჰყავს. პროფკავშირების გზებისა და ტრანსპორტის პრეზიდენტის განმარტებით, მათ საკუთარი პოზიციის დაცვის საშუალებაც კი არ ეძლევათ, ამიტომაც, არის შემთხვევები, როდესაც ისინი უსამართლოდ ისჯებიან. 

და ესეც არ არის ყველაფერი, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ იადექსისა და ბოლტის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს მობილურ ტელეფონებში აქვთ გადმოწერილი და აქტიურად სარგებლობენ, დაცული არ არის. სარჩელი პროფკავშირებმა პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურშიც. 

იანდექსი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ბრაუზერია და მას უნდა აკონტროლებდნენ. ჩვენი ვარაუდით, ამ აპლიკაციების საშუალებით, როგორც იანდექს ისე ბოლტს, პერსონალურ მონაცემებთანაც აქვს წვდომა. ყველა, ვინც ამ აპლიკაციით სარგებლობს, მისი პერსონალური მონაცემები აქვს როგორც ერთ კომპანიას, ისე მეორეს“განმარტავს ალანია. 

პროფკავშირები მძღოლების შრომით უფლებებს ახლა უკვე სასამართლოში დაიცავენ. სწორედ  სასამართლომ უნდა თქვას, აპლიკაციით დასაქმებული ადამიანები შრომით ხელშეკრულებას ითხოვენ თუ არა. მეორე მხარე ჯერ ისევ არ ჩანს. როგორც ლავრენტი ალანია განმარტავს, უხილავი მხარე სადღაც ზის და არ ჩანს.  პარალელურად, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა უნდა განსაზღვროს რამდენად ირღვევა აპლიკაციით მოსარგებლე პირების პერსონალური უფლებები, ანუ ხდება თუ არა, თითოეული მათგანის პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა და მისი გამოყენება.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერებთან ერთად დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
არქივი