გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 26 აპრილი 2024, 18:41

სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია, ევროპარლამენტი შანტაჟის ენას იყენებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ წინა რეზოლუციების, რომელიც გააქარწყლა სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის ვითომ წამებაზე და კეზერაშვილის ვითომ მედია მენეჯერობაზე.

„ბოლო მოწვევის სესიაა და ბოლო რეზოლუცია საქართველოს მიმართ წკეპლასავით გამოიყენა, რაც არ იქნება ქართველი ხალხის მიმართ, რადგან ვიცით, უვიზო მიმოსვლა როგორ გაიცემა და ამას როგორი თანხმობა სჭირდება. ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება, თუმცა ზოგიერთი ევროპარლამენტარი კორუფციაში მხილებული და მალე „ფარაში“ ვნახავთ, რამდენი მილიონი დაიხარჯა რეზოლუციებში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი