როგორც ავტოიმპორტიორებთან დაკავშირებით მივაღწიეთ წარმატებას, ისე სისტემურად შევცვლით და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 13 აგვისტო 2020, 21:53
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქტიურობამ შედეგი გამოიღო და შესაბამისად,მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა.

ვაშაძის განცხადებით, როგორც წარმატება იქნა მიღწეული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე სისტემურად შეიცვლება ყველა პრობლემა.

"ჩვენმა აქტიურობამ შედეგი გამოიღო, ჩვენ ავტოიმპორტიორებთან ერთად მოვახდინეთ თემის აქტუალიზება და მთავრობას შევთავაზეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, შესაბამისად, მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად, ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა.

როგორც მივაღწიეთ წარმატებას, ამ ავტოიმპორტიორებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ განბაჟების გადავადების საკითხს, ისე სისტემურად და მეთოდურად შევცვლით და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას.

მე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გვაქვს კონკრეტული, დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა თუ, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე და ჩვენს მოქალაქეებს მოვუგვაროთ წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები 31 ოქტომბერს სწორ არჩევანს გააკეთებენ აღმშენებლობასა და „დამსხვრეული ოცნებების“ პარტიას შორის", - გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი