მაკა ბოჭორიშვილი: 31 ევროპარლამენტარის განცხადება ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ დაუდგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 07 მაისი 2024, 17:40

31 ევროპარლამენტარის განცხადება ქართველი ხალხის ნებას წინ ვერ დაუდგება, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი 31 ევროპარლამენტარის მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი, სადაც ისინი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

„მე დავსვამდი კითხვას - რას ემსახურება და ვის ინტერესებშია ევროპარლამენტარების მსგავსი სურვილები? საქართველოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ არის ხუმრობით გაკეთებული განაცხადი. ეს არის აბსოლუტურად გაცნობიერებულად გაკეთებული განაცხადი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომელიც რა თქმა უნდა, ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას და მას ნამდვილად ვერ დაუდგება წინ 31 ევროპარლამენტარის განცხადება“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. წერილის ავტორები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი