ანრი ოხანაშვილი ბორელისთვის 31 ევროპარლამენტარის მიმართვაზე: მათი მოტივაცია არის იმ რეჟიმის დაბრუნების ხელშეწყობა, რომელიც 2012 წლამდე იყო, ამიტომ ეს არ გამოუვათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 07 მაისი 2024, 17:38

ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ მათი მოტივაცია არის იმ რეჟიმის დაბრუნების ხელშეწყობა, რომელიც 2012 წლამდე იყო, ამიტომ ეს არ გამოუვათ. ამ ხალხს ყოველ ჯერზე გამოვავლენთ და ვამხელთ ტყუილებში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა 31 ევროპარლამენტარის მიმართვას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისადმი, სადაც ისინი მოუწოდებენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ.

„ძირითადად არიან ის ჯგუფები და ის ხალხი, ვინც პირდაპირ კავშირზეა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ იმჩნევდა არც „იმედის“ დარბევას, არც სიტყვის და აზრის ფეხქვეშ გათელვას, არ იმჩნევდნენ ბიზნესის რეკეტს და პატიმრების წამებას, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ იყო სისტემური. ამ ადამიანებს თურმე პრეტენზია აქვთ დემოკრატიაზე საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ნიშნავს, რომ მათი მოტივაცია არის იმ რეჟიმის დაბრუნების ხელშეწყობა, რომელიც 2012 წლამდე იყო, ამიტომ ეს არ გამოუვათ. ამ ხალხს ყოველ ჯერზე გამოვავლენთ და ვამხელთ ტყუილებში“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი