გორში, ტრადიციულად, სახალხო დღესასწაული ოქონობა აღნიშნეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 07 მაისი 2024, 17:44

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს გორში, ტრადიციულად, სახალხო დღესასწაულ ოქონობას აღნიშნავენ.

ოქონის მშენებარე ტაძარში ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა. წირვის შემდეგ კი ქალაქის ქუჩებში ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირებმა მოსახლეობა დალოცეს და ქალაქის ქუჩები აკურთხეს.

ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთექვსმეტედ აღინიშნება.

დღესასწაული ოქონის ხატს უკავშირდება, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი 1991 წელს ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.

„ოქონის ხატი მთელი საქართველოსთვის სიწმინდეს წარმოადგენდა და მისი თაყვანისცემა აღესრულებოდა იმერეთში, მესხეთში, სამეგრელოში და ეს ტრადიცია აღდგა“, - განაცხადა მეუფე ანდრიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტის ერთადერთი შენუშვნა ვეტოდადებულ კანონზე - კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე
ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება - საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
პოლიციამ სენაკში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ის, რომ ზურაბიშვილმა ყურად არ იღო პატრონების ფარისევლური წუხილი, განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოში ვერ მოიძებნა ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ უმარტივეს 6-გვერდიან კანონს სამართლებრივ წუნს მოუძებნიდა
ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას
არქივი