გერმანელი ევროდეპუტატის, მაქსიმილიან კრაჰის ოფისებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 07 მაისი 2024, 17:43

„ჩაინაგეიტის“ საქმის ფარგლებში ბრიუსელში გერმანელი ევროდეპუტატის, მაქსიმილიან კრაჰის ოფისებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

საქმე ეხება ევროდეპუტატის თანაშემწეს, რომელიც ბელგიის პოლიციამ ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავა. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, ევროპარლამენტის წევრი მაქსიმილიან კრაჰი სამართალდამცველებს დათანხმდა, საგამოძიებო მოქმედებები ევროპარლამენტის შენობაში თავის კაბინეტსა და თანაშემწის ოფისში ჩაეტარებინათ.

მაქსიმილიან კრაჰის ჩაინაგეიტის საქმეში მოწმის სტატუსი აქვს. ის ევროპარლამენტის ივნისის არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავარი კანდიდატია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი