საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 19 აპრილი 2024, 15:18

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გენერლის მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხებსა და საერთაშორისო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ერთობლივი სწავლების შემაჯამებელი პრეზენტაციაც წარადგინეს. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი და საელჩოს თანამშრომლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2 მაისს აქციას აანონსებს
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველო წლების განმავლობაში „ჰედლაინებში“ პოზიტიური საკითხების გამო ხვდებოდა, ახლა „ჰედლაინებში“ ყოფნა სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა
ბესარიონ გუგუშვილი: დასავლეთი არ არის მხოლოდ ულტრამემარცხენეები - ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, რითაც დამოუკიდებლობას კარგავს
პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
არქივი