იურიდიული კომიტეტის სხდომიდან მე-7 დეპუტატი - ანი წითლიძე გააძევეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 29 აპრილი 2024, 14:04
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

„რეგლამენტის დარღვევის გამო დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთხელ მოგიწოდეთ, აგრძელებდით მიკროფონის გარეშე. თქვენს თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს], რომ გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით, გთხოვთ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წითლიძე მამუკა მდინარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ სწორედ მათ არ აქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ აძევებენ სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“,- განაცხადა ანა წითლიძე.

აღსანიშნავია, რომ წითლიძე მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კახა კალაძე: ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ
ირაკლი ზარქუა: გააპროტესტეთ, კი ბატონო, მაგრამ მშვიდობიანად და იმ უკანონო დაკვეთებს, რასაც ეს უსამშობლოები გაძლევენ, ნუ აჰყვებით
„დონორების რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა აქვთ. ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება, ანალოგიურია იმ პროცესების, რაც უკრაინაში 2014 წელს ხდებოდა
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა.
არქივი