სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველო წლების განმავლობაში „ჰედლაინებში“ პოზიტიური საკითხების გამო ხვდებოდა, ახლა „ჰედლაინებში“ ყოფნა სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
17 02 მაისი 2024, 13:08
საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში „ჰედლაინებში" პოზიტიური საკითხების გამო ხშირად ხვდებოდა, მათ შორის, შემიძლია გამოვყო კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ახლა "ჰედლაინებში" ყოფნა ამ სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, საქართველო ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე და აქედან გამომდინარე ხელისუფლება ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ თვალს ვადევნებთ მოვლენების განვითარებას დიდი ინტერესით და ძალიან სამწუხაროა, რომ ახლა პროტესტი მიმდინარეობს. საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში "ჰედლაინებში" პოზიტიური საკითხების გამო ხშირად ხვდებოდა, მათ შორის შემიძლია გამოვყო კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი, მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები და ახლა "ჰედლაინებში" ყოფნა ამ სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანა ძალიან ფოკუსირებული იყო ევროკავშირის კანდიდატობაზე, არა მხოლოდ კავშირის წევრობაზე, არამედ ამ კუთხით ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზეც. ვფიქრობ, ყველა ეს მიზეზი ჯერ კიდევ არსებობს და აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება და ქვეყნის ლიდერები სიფრთხილით მოეკიდონ შემდეგ ნაბიჯებს. მე ვფიქრობ, რომ რეფორმები, რომლებიც იყო მოტივირებული ევროკავშირის კანდიდატობით, ჯერ კიდევ რელევანტურია და ვფიქრობ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ კურსის შენარჩუნება, რათა საფრთხე არ შეექმნას ამას.

ჩვენ უნდა შევაფასოთ, რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ კანონს იმ სამუშაოზე, რომელსაც საქართველოში ვეწევით. ის თუ რა გავლენას მოახდენს ეს კანონი ევროკავშირთან ურთიერთობას, ვფიქრობ, ევროკავშირის წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ. მსოფლიო ბანკი, უფრო მეტად დაკავებულია საქართველოში ეკონომიკური განვითარების, სიღარიბის ზრდის საკითხებით და საბოლოოდ და საქართველოსა და ქართველებისთვის კეთილდღეობის შექმნით და ვიცი, რომ ამაზე საქართველოს ხელისუფლებაც ფიქრობს. ვისურვებდი, რომ მათ განაგრძონ ამ მიმართულებებზე მუშაობა, თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს და რა გზის არჩევა უნდა მოხდეს, საქართველოში კეთილდღეობის შესაქმნელად“,- განაცხადა როლანდ პრაისმა.

მან ჟურნალისტებთან საუბარში რეგიონულ დაკავშირებადობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ნაწილში რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისა და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას ხედავს.

„რეგიონული დაკავშირებადობა დისკუსიის საკვანძო საკითხი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს არ არის მარტივად ენერგიის გამტარი კაბელი, არამედ ეს არის კაბელი, რომელიც რეალურად შესაძლებლებს გახდის სუფთა ენერგიის განვითარებას საქართველოში და ზოგადად სამხრეთ კავკასიაში და შესაძლებელს გახდის ენერგოვაჭრობას ევროპასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ახალი სივრცეა, რომელიც განვითარდება და მობილიზდება კერძო სექტორის დახმარებით. ჩვენ აქ ვხედავთ ზრდის შესაძლებლობას, ვხედავთ შესაძლებლობას სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რეგიონული კავშირების გამყარებისთვის და შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადობას“,- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისში დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე დღეს გადაადგილება შეიზღუდება
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართება
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
არქივი