ბესარიონ გუგუშვილი: დასავლეთი არ არის მხოლოდ ულტრამემარცხენეები - ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, რითაც დამოუკიდებლობას კარგავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 02 მაისი 2024, 13:05
დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრემიერ-მინისტრმა ბესარიონ გუგუშვილმა "გამჭვირვალობის კანონის" შესახებ დასავლეთის რეაქცია შეაფასა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რამდენიმე სენატორის და კონგრესმენის წერილი, არ ასახავს დასავლეთს მთლიან პოლიტიკურ სპექტრს.

მისი განცხადებით, ულტრამემარცხენეთა ჯგუფი, რომელიც ახლა რადიკალურ ოპოზიციას ეხმარება, 90-იან წლებში ეხმარებოდა პუტჩისტებს ზვიად გამსახურდიას მოშორებაში. როგორც გუგუშვილი აცხადებს, იგივე ძალები ახლა ცდილობენ, საქართველო გადაიყვანონ გარე მართვაზე, რაც ქვეყანას დამოუკიდებლობას აკარგვინებს.

"ვინ მოაწერა იმ რეზოლუციას ხელი, რამდენიმე პარტიამ, რამდენიმე სენატორმა, რამდენიმე კონგრესმენმა - უმთავრესად ულტრამემარცხენეებმა და დასავლეთი არ არის ულტრამემარცხენეები მხოლოდ. დასავლეთში ფერადი პოლიტიკური სპექტრია, ასეთებიც არიან, ისეთებიც. ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ ქართველ პუტჩისტებს 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, ისინი, ვინც ზვიად გამსახურდია გამოაცხადა ადამიანად, რომელიც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და გამოაცხადა დიქტატორად. იგივე ძალები დღეს ცდილობენ, საქართველო გადაიყვანონ გარედან მართვაზე, არ უნდათ, რომ საქართველო თავის თავს შიგნიდან მართავდეს ადამიანების უმეტესობის ნებით, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, ამით საქართველო კარგავს პრაქტიკულად დამოუკიდებლობას. ეს არის ჩემი დასკვნა, ეს გამოცდილება ეფუძნება საქართველოს გამოცდილებას, ჩეჩნეთის გამოცდილებას, აზერბაიჯანში პუტჩის გამოცდილებას, როდესაც ალიევები მოვიდნენ და გამეფდნენ იქ, სომხეთში, უკრაინაში, სერბეთში და სხვაგან - არსად სიკეთე არ მოუტანია ამ ფერად რევოლუციებს." - განაცხადა ბესარიონ გუგუშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი