ჟურნალისტი ნინი მაისურაძე ბოლო პერიოდში „იმედზე“ გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით Facebook-პოსტს აქვეყნებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 18 აპრილი 2024, 01:34

ქრონიკის“ ჟურნალისტი ნინი მაისურაძე ბოლო პერიოდში „იმედზე“ გახშირებულ თავდასხმებთან დაკავშირებით Facebook-პოსტს აქვეყნებს.

„ბოლო პერიოდში „იმედზე“ გამძაფრებულ თავდასხმასთან დაკავშირებით 2 სიტყვით - ვუსმენდი პრემიერის ბრიფინგს, ერთ-ერთ ჟურნალისტს არაკოლეგიალურობაში მხილება ეწყინა, რაც გუშინ აქციის მონაწილეების მხრიდან „იმედზე“ თავდასხმას უკავშირდებოდა.

ძალადობის წამხალისებლებზეც 2 სიტყვით: რამდენიმე დღის წინ ასეთი პრეცედენტიც მოხდა. ე.წ ჟურნალისტი ვიკა ბუკია მისი „ბაბლის“ გახარების მიზნით, საქმიანობის შესრულებისას მომივარდა, ვიდეო გადამიღო და სოცქსელში გამოაქვეყნა. ამ ვიდეოს გადაღებამდე, მედიის თავისუფლებაზე მოლაპარაკე კოლეგამ, ჩემი კამერის შეშვება აუკრძალა დაცვას, ჩემი დასმული კითხვა აღიზიანებდა მისი დამფინანსებლის, ნინო ლომჯარიას მისამართით და ხელს მიშლიდა.

გადაღებიდან რომ წამოვედით, სირბილით დამეწია და გაღიზიანებულმა შური ასე იძია. ვინც არ იცით, მართლა ცხოვრობდა რუსეთში. მისი მეუღლე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო და მაშინ ვიკა არ აქტივისტობდა. ეს ახლა, ბანკირების ტელევიზიაში „აეხილა თვალი“, და აქტივისტად, სოცქსელის ჯამბაზად და ე.წ. წამყვანად ერთდროულად ჩამოყალიბდა. ამდენ რამეს შეჭიდებულ ადამიანს ბუნებრივია მიუკერძოებლობას ვერც მოვთხოვ.

და მთავარი… სქრინებში, აი ეს ადამიანები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მედიის დამცველი ორგანიზაციები და „კოლეგები“ საუბრობენ ევროპულ ღირებულებებზე, მედიის და სიტყვის თავისუფლებაზე, კოლეგიალობაზე. ვის სთხოვთ პასუხს? თავად ახალისებთ ძალადობას! იწონებთ, „აჰაჰავებთ“ და იკვებებით მსგავსი მარაზმით. აქციაზე თქვენი „ბაბლიც“ დგას, რომლებიც გბაძავენ, თქვენგან იღებენ მაგალითს. სწორედ ამის შედეგი იყო გუშინდელი თავდასხმაც, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროპულთან.

უმორალოებისგან მორალის კითხვას, ორმაგ სტანდარტს და თავისუფლების სახელით ძალადობას არაფერი აქვს საერთო ევროპასთან! აი ასეთების ადგილი არ არის ევროპაში. საქართველოს ადგილი კი ნამდვილად ევროპაშია“, - წერს ნინი მაისურაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: რას უნდა ველოდო იმ ადამიანისგან, რომელიც კონსტიტუციას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არღვევს
მამუკა მდინარაძე: ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ეს დავალება შესრულდება
მამუკა მდინარაძე საყოველთაო-სახალხო შეკრების მონაწილეებს: დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან
სალომე სამადაშვილი: ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით
მაია ბითაძემ ოპოზიციას მიმართა - თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ
არქივი