მაია ბითაძემ ოპოზიციას მიმართა - თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 15:33

დღეს ქვეყანა დგას იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია ხალხის ერთმანეთზე გადაკიდება, რასაც, ასე ძალიან ცდილობს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია დემოკრატიაზე საუბრობს, თუმცა დაკავებულია ადამიანების სტიგმატიზაციით.

„თქვენ, თანამოქალაქეებზე (რომელთა რაოდენობა თქვენივე კვლევებით, 40%-ს აღემატება) საუბრობთ, რომ ისინი თურმე არიან მოსყიდულები, არიან ცხვრები, არ აქვთ საკუთარი აზრი, მშობლებს შვილებს აპირისპირებთ, ნერგავთ სიძულვილს. ბავშვებს ასწავლით, თურმე უზრდელობა ნორმაა, თურმე ნორმაა, რომ სტიგმატიზაცია მოახდინო. თქვენ ცდილობთ, ადამიანებს ტვინი გამოურეცხოთ და ნაწილობრივ ამას ალბათ მიაღწიეთ კიდეც სხვადასხვა ტექნოლოგიებით, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ერს ძალიან მყარად აქვს გამჯდარი ის, რასაც თვითგადარჩენის უნარი ჰქვია. ქვეყანამ თქვენ კი არა, გაუძლო მთელი მუსულმანური სამყაროს და რუსეთის ყველა მცდელობას, რომ ეს ქვეყანა გაენულებინა. თქვენც გაგიძლებთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

ბითაძემ ოპოზიციას მიმართა და ახალგაზრდების შესახებ ისაუბრა.

„ოპოზიციას მივმართავ – თავი დაანებონ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ, შეეშვით ადამიანების დაბულინგებას, ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორეჯერ ამის უფლებას არ მოგცემთ. ერთადერთი, რასაც მე არ ვპატიობ ჩემ თავს და მათ შორის, ჩემს გუნდს, არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში, ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეკეთებინა, რათა ჩვენი ახალგაზრდების ცნობიერებამდე უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეტანა, რას ნიშნავს პატრიოტიზმი და რას ნიშნავს იყო ევროკავშირის თანასწორუფლებიანი წევრი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი