თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: რას უნდა ველოდო იმ ადამიანისგან, რომელიც კონსტიტუციას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არღვევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 15:52

გაუგონარი რაღაც მოხდა. ჯარისკაცების წინაშე გამოვიდა სტატუსით თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ჩაატარა მიტინგი. კი არ მიულოცა, პოლიტიკური მიტინგი ჩაატარა, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა იყო ჯარის პოლიტიზების მცდელობა.

„ჯარის პოლიტიზება არაფრით არ შეიძლება! ჯარის პოლიტიზება არის სამარცხვინო საქციელი. თუმცა, რას უნდა ველოდო იმ ადამიანისგან, რომელიც კონსტიტუციას ყოველ ნახევარ საათში ერთხელ არღვევს. რა თქმა უნდა, არაფერს კარგს, მაგრამ მთლად ამას თუ გააკეთებდა ჯარის და ჩვენი თავდაცვის ძალების წინაშე, ამას ნამდვილად ვერც კი წარმოვიდგენდი. არ შეგიძლია, რომ საიუბილეო შეხვედრაზე ჩვეულებრივად მიმართო და მიულოცო ადამიანებს? მოვიგონოთ წასულები, რომლებმაც თავი დადეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საქართველოს თავისუფლებისათვის და საერთაშორისო მისიებში? არა, მიტინგი უნდა ჩაეტარებინა და ჩაატარა. მივიდეთ, ყვავილები ერთად მივიტანოთ, 364 დღე არ გვეყოფა რომ ერთმანეთი ვაკრიტიკოთ? არა, ეს ერთი ლამაზი დღეც უნდა ჩაგაშხამონ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიის მანძილზე, ქართულ ჯარს არასდროს ჰქონია ისეთი ბიუჯეტი, როგორიც ახლა აქვს.

„არასდროს ქართულ ჯარს ბიუჯეტი ასეთი არ ჰქონია. იარაღის წარმოება არ ჰქონია ასეთი მასშტაბების და ასეთი ხარისხის. ასეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არასდროს ყოფილა ჯარში და ასეთი შეიარაღების წარმოება“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბატონი ხანის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფარსად გადააქცევს
მაიკ ჯონსონი - კონგრესი განიხილავს ყველა ვარიანტს, მათ შორის სანქციებს, რათა დაისაჯოს ჰააგის სასამართლო და უზრუნველყოს, რომ მისი ხელმძღვანელობა ნახავს შედეგებს, თუ ისინი იმოქმედებენ
მეთიუ მილერი - იბრაჰიმ რაისის სიკვდილი არ ცვლის აშშ-ის ფუნდამენტურ პოზიციას ირანის მიმართ
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება
ნანა კაკაბაძე - პრეზიდენტად წოდებულის მიერ ვეტო გამოყენებულია, როგორც მოლოტოვის კოქტეილი, რათა ცეცხლზე ნავთის დასხმაში მიეხმაროს ჩვენს "დაუძინებელ მეგობრებს", ნაცებს, მათ ანასხლეტებს და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებს
არქივი