ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყო გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 17:12

გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყო გამჭვირვალე, ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სერიოზულ დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან.

„საქართველოს სუვერენიტეტს აქვს გამოწვევები, არაერთი სხვა მიმართულებითაც და შეგნებულად თავს შევიკავებ დაკონკრეტებისგან, რას ვგულისხმობ ამაში, ამ მიმართულებითაც, რასაც არ ვაკონკრეტებ შეგნებულად, ობიექტურ მიზეზთა გამო, გამჭვირვალობის შესახებ კანონი სერიოზულ დახმარებას გაგვიწევს, იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა სხვადასხვა მხრიდან. რაც შეეხება დასავლეთს, ამაზე იყო საუბარი ოპოზიციის მხრიდან, თითქოს ჩვენ განვიხილავთ მტრად დასავლეთს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამჭვირვალობა არ არის მტრებისა და მეგობრების გარჩევის არავითარი კრიტერიუმი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეგობარი უნდა იყოს გამჭვირვალე ეს არის მეგობრის პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დღეს ჩვენ გვევლინება დეზინფორმაციული კამპანიები, ცილისწამებები, სტიგმატიზება ტექნოლოგიების, კონკრეტული პერსონალების
ბლინკენი: რუსეთი დღეს უფრო სწრაფად აწარმოებს იარაღს, ვიდრე ოდესმე თავის თანამედროვე ისტორიაში
ნინო წილოსანი: გუშინდელი დღე იყო დასტური, რომ მმართველ გუნდს და ჩვენს გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვს
დიმიტრი ხუნდაძე 2008 წლის ომზე: იმ ტიპის დანაშაული, რაც ქვეყანაში იყო ჩადენილი და რის შედეგიც არის უმძიმესი, რომ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, არ შეიძლება, გამოძიების გარეშე იყოს
გიორგი კალანდარიშვილი: 5-წლიან უფლებამოსილებაში ყოფნა ნიშნავს ინსტიტუციის გრძელვადიანად განვითარებაზე ფიქრს
არქივი