ნინო წილოსანი: გუშინდელი დღე იყო დასტური, რომ მმართველ გუნდს და ჩვენს გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 30 აპრილი 2024, 18:58

გუშინ 200 000-მდე ადამიანის შეკრებამ სერიოზული ნერვიული ტალღა გამოიწვია ჩვენს ოპონენტებში, დღეს სასწაული აგრესიით შემოუტიეს [კანონპროექტის] განხილვის პროცესს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი შეკრება იყო დადასტურება იმის, რომ მმართველ გუნდს და მის გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვს.

„გუშინ არაჩვეულებრივი დღე იყო, სადაც უამრავ ადამიანს, მთელი საქართველოს მასშტაბით მიეცა საშუალება, რომ ქვეყნისთვის თავისი მხარდაჭერა გამოეხატა, გამოეხატა მხარდაჭერა იმ პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელიც მმართველ გუნდს აქვს აღებული და რომელსაც უმცირესობაში მყოფი ოპოზიციური პარტიები თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ. გუშინდელი დღე იყო დასტური, რომ მმართველ გუნდს და ჩვენს გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვს. გიორგი კალანდარიშვილი და მისი ინსტიტუცია [ცესკო] სწორედ იმ ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციების შეტევის ობიექტი იყო. ისინი ხარჯავდნენ მილიონობით თანხებს, თუმცა გამჭვირვალობა ზუსტად თქმის საშუალებას არ გვაძლევს რა თანხები იხარჯებოდა ცესკოს დისკრედიტაციისთვის. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც ძალიან აქტიურობს, სწორედ ეს ორგანიზაცია იყო 2020 წელს, ბრაზილიაში სკანდალში მხილებული, სადაც ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ერთად გეგმავდა კანდიდატების დისკრედიტაციას სოციალურ ქსელში კარგად ორგანიზებული ფეიკნიუსების გავრცელებით და ამის შემდეგ ამ ორგანიზაციას მიეცა დისკვალიფიკაცია ბრაზილიაში. ესეც იმის მაგალითია იმისა, თუ როგორი არაკეთილსინდისიერები შეიძლება იყვნენ ეს ორგანიზაციები“, - განაცხადა წილოსანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება მიმართულია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორ ბედავთ ისრაელის ჯარისკაცების შედარებას „ჰამასის“ მონსტრებთან
მეთიუ მილერი: შეერთებული შტატები ოფიციალურ მწუხარებას გამოთქვამს ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის და მათი დელეგაციის სხვა წევრების დაღუპვის გამო
შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში პროპალესტინური აქციები გრძელდება
ამოღებულია ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში დამალული 52 კილოგრამამდე „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ
გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არა მარტო ფინანსური, პოლიტიკური კრიზისი აქვს პირველ რიგში, როგორც ჩანს ამიტომაც აკეთებს რეორგანიზაციას და შეკვეცას თავისი თანამშრომლების
არქივი