გიორგი კალანდარიშვილი: ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დღეს ჩვენ გვევლინება დეზინფორმაციული კამპანიები, ცილისწამებები, სტიგმატიზება ტექნოლოგიების, კონკრეტული პერსონალების
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 30 აპრილი 2024, 19:08

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დღეს ჩვენ გვევლინება დეზინფორმაციული კამპანიები, ცილისწამებები, სტიგმატიზება ტექნოლოგიების, კონკრეტული პერსონალების, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, განხორციელდა საერთაშორისო აუდიტორის მიერ, როგორც ტექნოლოგიური საშუალებების, ასევე შესაბამისი ბიზნესპროცესის შესაბამისობის აუდიტირება, რაც გამოძახილია ევროპული სტანდარტებისა და გაიდლაინის.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ პროცედურების ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით ყველა შესაძლო რისკი და საფრთხე იყოს იდენტიფიცირებული, მაგრამ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დღეს ჩვენ გვევლინება დეზინფორმაციული კამპანიები, ცილისწამებები, სტიგმატიზება ტექნოლოგიების, კონკრეტული პერსონალების, რომელიც განსაკუთრებით ამ შერჩევის პროცესში ვლინდებოდა, სხვადასხვა საარჩევნო პერიოდში ვლინდებოდა. ვფიქრობთ, რომ მთავარი გასაღები ნდობის გამჭვირვალობაში მდგომარეობს. შევისწავლეთ რა, მათ შორის, საერთაშორისო პრაქტიკა ყველა იმ ქვეყნის, სადაც ტექნოლოგიურ ინტერვენციას ჰქონდა ადგილი, უპრეცედენტოა ის მასშტაბი ჩვენი საქმიანობის, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დღეს, არჩევნების პერიოდამდე ყოველდღიურ საქმიანობაში მაქსიმალურ საჯაროობას, შემდეგ უკვე ეს ყველაფერი კენჭისყრის დღესაა გამოხატული, მათ შორის, გამოხატულია იმით, რომ ყველა საარჩევნო უბნის შედეგი იქნება გადათვლილი, სადაც ტექნოლოგიური საშუალებები იქნება განთავსებული, ტრადიციულ საარჩევნო უბნებზე განხორციელდება ბიულეტენების დიგიტალიზაცია“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა გადავხედოთ გადაწყვეტილებებს და პოზიციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი - მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა
შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე იმაშია, რომ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას - ოპოზიციამ კარგად იცის, სადაც შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვა, იქ არც ცოდნა და არც კომპეტენცია ჰყოფნის
საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება“
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას - პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
არქივი