პაველ ჰერჩინსკი: დღეს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 17 აპრილი 2024, 15:27

დღეს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, თუმცა საქართველოს საკითხი დღის წესრიგში შეტანილი არ არის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩმა არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი მაინც შედგეს.

„დღეს, 17 აპრილს ევროპელი ლიდერები ირკიბებიან ბრიუსელში. გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩაინიშნა. დღის წესრიგში რამდენიმე საკითხია, რომელსაც ლიდერები განიხილავენ. ისინი ძირითადად ეხება ევროკავშირის შიდა მოვლენებს, მაგრამ ასევე ლიდერებს გეგმაში აქვთ, განიხილონ უკრაინის საკითხი, აგრეთვე, ჩვენი ურთიერთობა თურქეთთან. ასე რომ, საქართველო არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გამოვრიცხავ და ყოველთვის შესაძლებელია, რომ ლიდერებმა ასევე ისაუბრონ საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ლიდერების გადასაწყვეტია, რა განიხილება მათ შეხვედრებზე“, – განაცხადა პაველ ჰერჩინკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი