ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 30 აპრილი 2024, 00:09

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რაზე რა თანხები იხარჯება და ხომ არ იხარჯება გარკვეული თანხები პირდაპირ საარჩევნო კამპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ რისთვის და რამდენით ფინანსდება.

„რამდენიმე თვის წინ შედგა, მაგალითად, ასეთი შეხვედრა კვიპროსში, ცნობილ კეზერაშვილთან, სადაც ის ესაუბრებოდა რამდენიმე მის ნაცნობს და თქვა, რომ მას დაგეგმილი აქვს ამ საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ დოლარის გამოყოფას თავად აპირებს, 15 მლნ დოლარის მობილიზების იმედი ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენებისგან და 15 მლნ დოლარზე თქვა, რომ ეს არის „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფული. საინტერესოა, ვნახოთ, რომელ 15 მლნ დოლარზე ჰქონდა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ედიშერ გვენეტაძე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: აი ვინ გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს სამშობლოში, ამიტომ, 17 მაისს ყველანი საქართველოს, ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის შეკრებაზე!
გურამ მაჭარაშვილი: ძალიან გამიხარდება თუ სალომე ზურაბიშვილის ლგბტ ქოლგის ქვეშ გაერთიანდება ეს ოპოზიცია, რომელიც თავს საქართველოს მომავალს უწოდებს
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავა
გიორგი აბაშიშვილი: ლარის კურსის გარშემო არსებული ვითარება არანაირი ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორით არ არის გამოწვეული. ეს არის აჟიოტაჟური, პანიკური ქცევა და მისგან მომდინარე ეფექტები სტაბილური საფინანსო სისტემის მოკლე ვადაში მილევადია
აქტივისტებმა გმირთა მოედნიდან სააკაძის მიმართულებით გადაინაცვლეს, ისინი გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ
არქივი