ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 30 აპრილი 2024, 00:25

სალომე ზურაბიშვილი უკვე გაცვეთილი რესურსია; თავიდან, როდესაც პირველად შევიდა „ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგში, გარკვეული ეფექტი ჰქონდა მის განცხადებებს, თუმცა დღეს იმდენად გაიშიფრა სალომე ზურაბიშვილი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი, ერთი პატარა ჭანჭიკი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში", რომ მის განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ოპოზიციას ძალიან უჭირს რესურსების მობილიზება და საეჭვოა, რაიმე ახალი რესურსი შეიძინოს.

პრემიერი საზოგადოებას ბოდიშს უხდის მისი პირადი წვლილისთვის ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაში.

„ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ადამიანი, რომელიც დღემდე სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტად იწოდება, არის უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატე, ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი. ის პირდაპირ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისთვის ზოგადად, სამწუხაროდ, არ არის ეს ყველაფერი უცხო მოვლენა. უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტად იწოდება ეს ადამიანი, რისთვისაც მეც მინდა პირადად ქართულ საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი პირადი, საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში. ძალიან სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტად იწოდება მოღალატე, თუმცა ჩვენ ისეთი პრეზიდენტი გვყავდა 9 წლის განმავლობაში, რომ მასთან სალომე ზურაბიშვილის ღალატი არაფერია. ბუნებრივია, სააკაშვილს ვგულისხმობ", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა "იმედის" ეთერში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა - ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან
ნიკო მანაგაძე: ოპოზიციისგან იყო ინიციატივა, რომ საერთო ფორმატი შეიქმნას, სადაც გაერთიანებული იქნებიან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ერთიანი ძალით დავუპირისპირდებით „ქართულ ოცნებას“
კახა კალაძე: როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და ოპოზიციის მოწყობილ აქციაში მიიღოს მონაწილეობა?
გურამ მაჭარაშვილი: თავად დალაგდნენ ვენეციის კომისია, ზურაბიშვილი და ოპოზიცია, თუ რას აპირებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით
ედიშერ გვენეტაძე ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: აი ვინ გვკარნახობს, როგორ მოვიქცეთ საქართველოს მოქალაქეები ჩვენს სამშობლოში, ამიტომ, 17 მაისს ყველანი საქართველოს, ქართველი ხალხის და მართლმადიდებლობის შეკრებაზე!
არქივი