მამუკა მდინარაძე: დღეს გამოვიდა მედვედევი და შეგვიქო. ანუ, რაც აწყობთ და სჭირდებათ, ახლა ნავთი რომ დაასხან ცეცხლზე, ამას აკეთებენ. ყველა ქვეყანა, გარედან რაც სჭირდება მუხტის აწევას, იმას აკეთებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 17 აპრილი 2024, 14:58

დღეს გამოვიდა მედვედევი და შეგვიქო. ანუ, რაც აწყობთ და სჭირდებათ, ახლა ნავთი რომ დაასხან ცეცხლზე, ამას აკეთებენ. ყველა ქვეყანა, გარედან რაც სჭირდება მუხტის აწევას, იმას აკეთებს. ყველა, რუსებიც და სხვებიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„სიმართლე ეს არის. ცოტა შესაძლოა რთული მოსასმენი იყოს და რთული აღსაქმელი. ყველა ქვეყანა, უკლებლივ, გარედან, საქართველოს გარდა, ჩვენი ქვეყნის გარდა, მოსახლეობის გარდა, რა თქმა უნდა, მოქალაქეები არიან, იქ შეიძლება მართლა ბევრი გულწრფელი ახალგაზრდაც არის, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გარდა არავის აწყობს. „ფარა“ არავის აწყობს, გარდა ამერიკელებისა, პირდაპირ ვამბობ. ფრანგული კანონი, რომელშიც დაარტყეს რუსეთს, დაარტყეს ამერიკელებს, დაზვერვის ანგარიში, არავის აწყობს გარდა ფრანგებისა. ევროკავშირი რომ მიიღებს მსგავს კანონმდებლობას, არავის აწყობს გარდა ევროკავშირისა, მთლიანად ამ 27 ქვეყნისა. ავსტრალიის გარდა არავის აწყობს ავსტრალიაში რომ კანონია. მათ შეძლეს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა ორდღიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2 მაისს აქციას აანონსებს
სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი - საქართველო წლების განმავლობაში „ჰედლაინებში“ პოზიტიური საკითხების გამო ხვდებოდა, ახლა „ჰედლაინებში“ ყოფნა სამწუხარო პროტესტის გამო, გამოწვევაა
ბესარიონ გუგუშვილი: დასავლეთი არ არის მხოლოდ ულტრამემარცხენეები - ახლა პუტჩისტებს ეხმარებიან ისინი, ვინც დაეხმარნენ 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიას დასამხობად, მათ უნდათ, გარედან მართონ საქართველო, რითაც დამოუკიდებლობას კარგავს
პარლამენტის დღევანდელი პლენარულ სხდომის გაუქმების შედეგად, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა გადაიდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
არქივი