ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა რადიკალიზმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 14:36

ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არა რადიკალიზმს. რაც შეეხება კანონპროექტს [გამჭვირვალობის შესახებ] თუ ვინმეს რამე არგუმენტი ჰქონდა, უნდა წარმოედგინა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის მხარეს არ არის არგუმენტი მაშინ აბრახუნებენ აქ. უშინაარსობა არის მათი მხარე. ჩვენი მხარეა არგუმენტირებულობა და შესაბამისად, ჩვენ ვართ მართლები ჩვენი ხალხისა და საზოგადოების წინაშე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მას სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა თაკო ჩარკვიანმა. ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს მიმართა, რომ ევროპელობა არა ყვირილს, არამედ მოსმენის კულტურის ქონასა და აზრთა ჭიდილს ნიშნავს.

„ჩვენ წარმოვადგინეთ პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ გამოცდილებას, აშშ-ის გამოცდილებას და აქედან გამომდინარე, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ეფუძნება სწორედ დასავლურ გამოცდილებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა გამჭვირვალობაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით, საიდან შემოდის ფინანსები, მიზნობრიობა, როგორ იხარჯება. ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს, მთელი ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე. ამბობდნენ, რომ ეხება ფიზიკურ პირებს. კანონპროექტის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს და ეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში NGO-ებს. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, წარმოაჩენდნენ ისე, თითქოს ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა. თუ ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა, მაშინ რაშია პრობლემა? რა თქმა უნდა, არ არის ყველაფერი გამჭვირვალე, ბევრი რამ არის დამალული და როგორც ჩანს, ისევ ბევრი რამე აქვთ დასამალი. ჩვენს საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება იცოდეს, რაში იხარჯება კონკრეტული ფინანსები“, - აღნიშნა ხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი