შალვა პაპუაშვილი - ბრმად არ უნდა მივყვეთ არავის მოწოდებებს, ამოვდივართ საქართველოს ინტერესიდან, ვართ ევროპელი ხალხი, ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის, არის კარგი ევროპული მომავლისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 17 აპრილი 2024, 12:22

ბრმად არ უნდა მივყვეთ არავის მოწოდებებს, ჩვენ ამოვდივართ იმ ინტერესიდან, რომელიც აქვს ამ ქვეყანას. ქართველი ხალხი და საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის, არის კარგი ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, თავის დროზე იყო მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლებასა და სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რაც არ იყო ქართველი ხალხისთვის სასარგებლო რჩევა. პაპუაშვილის განმარტებით, სანქციების დაწესება ქვეყნის გაწირვა იქნებოდა.

„დაახლოებით იგივე ხალხი სხვადასხვა ფორმით ჩვენ გვეუბნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა. ხან პირდაპირ გვეუბნებოდნენ, ხან გვეუბნებოდნენ, რომ ეს ტვირთია, გვეუბნებოდნენ, რომ თუ ის ციხეში მოკვდებოდა, იქნებოდა ტვირთი. ყველანაირად, პირდაპირ თუ მინიშნებით გვეუბნებოდნენ, გაგვეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი, გაგვეშვა საზღვარგარეთ, რადგან ეს იყო წინაპირობა ევროკავშირსთვის. ეს არ იყო ქართული საზოგადოებისთვის კარგი გადაწყვეტილება, ამიტომ არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვართ კანდიდატი ქვეყანა. იგივე ხალხი მოგვიწოდებდა და ზოგიერთი დღემდე მოგვიწოდებს, ღიად თუ დახურულ კარს მიღმა, რომ სანქციები დავაწესოთ. ეს საქართველოსთვის ნიშნავდა რისკს სამხედრო კონფლიქტში შესვლისა და გარანტირებულ ეკონომიკურ კოლაფსს, რაც იქნებოდა ანტიქართული გადაწყვეტილება. ჩვენ ეს არ მივიღეთ. ამაზეც იყო თავის დროზე ასეთი პროტესტები და განცხადებები. არ მივიღეთ და ვართ კანდიდატი ქვეყანა. ჩვენ ბრმად არ უნდა მივყვეთ არავის მოწოდებებს, ჩვენ ამოვდივართ იმ ინტერესიდან, რომელიც აქვს ამ ქვეყანას. ქართველი ხალხი და საქართველო არის ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. ამიტომ ის, რაც კარგია ქართველი ხალხისთვის, არის კარგი ევროპული მომავლისთვის.

იგივე ხალხი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს თუ არ გავუშვებდით, ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, რადგან არ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, იგივე ხალხი გვეუბნებოდა, რომ სანქციებს თუ არ დავაწესებდით, ეს იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა და არ მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს. ეს არ იყო სწორი და ქართველი ხალხისთვის სასარგებლო რჩევა არცერთ შემთხვევაში, ეს იყო გაწირვა ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა არ გავწირეთ და შესაბამისად, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი