შალვა პაპუაშვილი - შარლ მიშელმა თქვა, რომ გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, გუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს, ეს თუ არის დეპოლარიზაცია, ამაზეც გააკეთონ განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 17 აპრილი 2024, 12:19

მახსოვს შარლ მიშელის განცხადება, როდესაც თქვა, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება იყო ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ნიკა გვარამია როგორ აგინებდა პოლიციელს. ეს თუ არის დეპოლარიზაცია, მაშინ ამაზეც გააკეთონ განცხადება, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ქართველი ხალხის ინტერესებშია.

„ეს არის დეპოლარიზაცია, რომლის გამოც შეაწყალებინეს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, რომ ჩვენს პოლიციას აგინებდნენ? ამიტომ, ჩვენ ყველას განცხადებებს ვისმენთ, ყველას განცხადებებს პატივს ვცემთ, თუმცა ერთადერთი, ვისი განცხადებაც ჩვენთვის არის უმაღლესი და ავტორიტეტი, ეს არის ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ინტერესშია ზუსტად ეს კანონი. მესმის, რომ შესაძლოა, არსებობდნენ ჯგუფები, რომლებსაც ეს კანონი არ მოსწონთ, მათ შორის, საზოგადოებაში არსებობდნენ ჯგუფები, მათ შორის აქციაზე იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ, მაგრამ საქართველო უფრო დიდია, ვიდრე რამდენიმე ჯგუფი. ამიტომ, პატივი ვცეთ მთლიანად საქართველოს, ყველას, დიდ-პატარას, რეგიონშიც და ცენტრშიც. საქართველო არის ერთი დიდი მთლიანი ქვეყანა, ყველას აქვს სიტყვის უფლება, მისი წარმომადგენლებით მიიღონ გადაწყვეტილება. დღეს საქართველოს პარლამენტში რა მოცემულობაც გვაქვს უმრავლესობის, ეს მოცემულობა აირჩია ქართველმა ხალხმა და ქართველი ხალხის ინტერესშია ამ კანონის მიღება. ამიტომ, ნუ გადაუგრეხენ ხელს ქართველ ხალხს. დადგნენ საქართველოს მხარეს ის ხალხი, რომელიც მსჯელობს, ფიქრობს, აკვირდება ამ პროცესებს და იზრუნონ ქართველი ხალხის ინტერესზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი