მამუკა ხაზარაძე: მინდა მივმართო რეგიონებში ყველა ადამიანს, რომ შემოგვიერთდნენ. პირადად მე, ჩვენი პარტია მზად არის გააკეთოს ტრანსპორტის და ყველანაირი ორგანიზება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 16 აპრილი 2024, 21:44

მე მინდა მივმართო რეგიონში ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ტელევიზორით გვიყურებს, რომ უნდა შემოგვიერთდნენ. პირადად მე, ჩვენი პარტია მზად არის გაუკეთოს ორგანიზება, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მინდა ყველას მოვუწოდო სიმხნევისკენ, ეს არის ნამდვილად გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის. ამიტომ უნდა გამოვიდეთ რაც შეიძლება მეტნი. მე მინდა მივმართო რეგიონში ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ტელევიზორით გვიყურებს, რომ უნდა შემოგვიერთდეთ. პირადად მე, ჩვენი პარტია მზად არის გააკეთოს ორგანიზება. ღიად ვამბობ ამას, ტრანსპორტის ორგანიზება და ყველანაირი სხვა ორგანიზება იმიტომ, რომ ეს არ არის, ასე ვთქვათ, რიგითი კანონი. ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად, გეოპოლიტიკური ტრაექტორია იცვლება. ამიტომ არანაირი დათმობა არ იქნება“, - აღნიშნა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი