რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ბენიამინ ნეთანიაჰუა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 16 აპრილი 2024, 21:29

ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  განაცხადა.

„ისრაელი ცდილობს რეგიონული კონფლიქტის პროვოცირებას და მისი თავდასხმა დამასკოში, ირანის საელჩოზე ბოლო წვეთი იყო“, – აღნიშნა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ახალი რეგიონული კონფლიქტები შესაძლებელია გაგრძელდეს, ვიდრე ღაზაში „სისასტიკე და გენოციდი“ გაგრძელდება.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ მათ დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელზე, მაგრამ არ დაუგმიათ ისრაელის თავდასხმა ირანის საელჩოზე.

ცნობისთვის, ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციას ირანში „ჭეშმარიტი პასუხი“  უწოდეს, როგორც თეირანᲨი აცხადებენ, 13 აპრილის იერიში იყო ირანის პასუხი პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმაზე, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - მეამაყება, რომ ვარ ქართველი, ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ
პრემიერი - დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს, ჩვენი გამარჯვება არის საქართველოს შემდგომი წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობა
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე
ირაკლი კობახიძე - მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება, ყველაზე რთულ მომენტებში, საზოგადოების თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა
არქივი