ირაკლი კობახიძე - მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება, ყველაზე რთულ მომენტებში, საზოგადოების თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 29 აპრილი 2024, 21:34
მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა, დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სწორი ღირებულებების მხარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ  საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაზე რთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ გააჩინა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.

„მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება. ყველაზე რთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება და საქართველოს უკრაინიზაცია.

მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს - პედაგოგებს, ექიმებს, სასულიერო პირებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მაშველებს, ვეტერანებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, დევნილებს, მეწარმეებს, მუშებს, ფერმერებს, გლეხებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს, ყველას - ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა, დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სწორი ღირებულებების მხარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი