ირაკლი კობახიძე: სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 29 აპრილი 2024, 21:50

სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს თუ ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გასული კვირების განმავლობაში გაიმართა პოლიტიკური უმცირესობის რამდენიმე აქცია.

„იმ აქციებს და ჩვენს დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი, პრინციპული რამ - ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით; ის აქციები იმართებოდა ლოზუნგით - ოღონდ ევროკავშირის წევრი გავხდეთ და სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ტრადიციული ღირებულებები ჭირსაც წაუღია. ამ ადამიანებს ერთი რამ არ აქვთ გააზრებული - თუ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ღირებულებებს ჭირი, ანუ რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“ და მათი პატრონები წაიღებენ, ამ შემთხვევაში უკან მოგვრჩება როგორც ევროკავშირი, ისე მთელი ქვეყანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში
მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
დავით ქართველიშვილი: კაჩინსკის განცხადებიდან, რომ ევროკავშირი აშკარად არასწორი მიმართულებით მოძრაობს, ამ ფაქტიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა და დღესაც აქტუალურია
ვლადიმერ პუტინი - ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიო საქმეებში დღეს ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია საერთაშორისო ასპარეზზე
სი ძინ პინი - ჩინეთი ყოველთვის იქნება კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი რუსეთის საერთო ინტერესებისთვის
არქივი