დიმიტრი გვრიტიშვილი - მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში, მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 16 აპრილი 2024, 19:38
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის „მოწოდებაზე“ ერთხმად აჭრიჭინდნენ ე.წ. არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს მოქმედი მოსამართლეების „დახვრეტის“ ბრძანებას, უაპელაციოდ, ფაქტების და ბრალდების დამტკიცების გარეშე, – ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გვირიტიშვილი აღნიშნავს, „მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში და მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები“.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ვინმე მეთიუ მილერი ,,მოუწოდებს“ საქართველოს ხელისუფლებას, „კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“. „აქტორებში“ იგულისხმებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე, შარშან, ხსენებულმა დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები.

ძველი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ საბჭოთა კავშირის დროინდელი მახინჯი პრაქტიკა: მოსკოვიდან მოსული ბრძანება, თუნდაც ადამიანის დახვრეტის შესახებ, უაპელაციოდ რომ სრულდებოდა საქართველოში ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ.

როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა: ზემოთ აღნიშნულ „მოწოდებაზე“, ხელების ფშვნეტით და ნიშნის მოგებით, ერთხმად აჭრიჭინდნენ ე.წ. არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების „დახვრეტის“ ბრძანებას, უაპელაციოდ, ფაქტების და ბრალდების დამტკიცების გარეშე.

სხვა შემთხვევებში, მკვლელების და გამაუპატიურებლების მიმართ რომ უმაღლესი სტანდარტების დაცვას ითხოვენ ჩვენი ე.წ. უფლებადამცველი არასამთავრობოები, მოსამართლეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვისათვის ახალი ბატონის მარტოოდენ სიტყვაც კი საკმარისია! ეს მაშინ, როცა აშშ-მა და მისმა საელჩომ, ასევე, იგივე ე.წ. არასამთავრობოებმა და რადიკალურმა პოლიტიკოსებმაც არად ჩააგდეს მოქმედი მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის მიერ ამერიკელი მაღალჩინოსნის მხილება, კონკრეტული სახელების და გვარების, ფაქტების გაჟღერებით; პირიქით, სიცრუის ტირაჟირება დაბრალდა მოსამართლეს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარაა, უფრო აბსურდული სტანდარტია!

ანუ, მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში; მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები. იგივე მონური, კოლონიალური დამოკიდებულება და ფსიქოლოგია“, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი.

სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა: „სანქციებს ვაწესებთ, რათა ხელი შევუწყოთ იმ პირებისთვის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელთაც ისარგებლეს დაუსჯელობით და ასევე, რომლებიც მუშაობენ კანონის უზენაესობისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი საზოგადოების ნდობის ხელყოფისთვის. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი