მამუკა მდინარაძე: არგუმენტი რომ მოაქვთ, ხვალ რას ჩაწერთ ამ კანონში არ ვიცითო, მაშინ გავაუქმოთ სისხლის სამართლის კოდექსი, იქნებ ხვალ ვიღაცამ დახვრეტა ჩაწეროს. ეს ლოგიკა არ არის, რაც წერია დღეს იმაზე ვილაპარაკოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 16 აპრილი 2024, 17:04

არგუმენტი რომ მოაქვთ, ხვალ რას ჩაწერთ ამ კანონში არ ვიცითო, მაშინ გავაუქმოთ სისხლის სამართლის კოდექსი, იქნებ ხვალ ვიღაცამ დახვრეტა ჩაწეროს, ეს ლოგიკა არ არის. რაც წერია დღეს, იმაზე ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში მოქმედ თუ დაინიცირებულ მსგავს კანონებს შორის, ქართული ვარიანტი ყველაზე ლოიალურია და შეუძლებელია, რომ ამ ვერსიამ ოდესმე რუსული კანონის მსგავსი სახე მიიღოს.

„ეხება მხოლოდ და მხოლოდ მედია და ენჯეო ორგანიზაციებს. საუბარი იყო ვალდებულებაზე, რატომ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამის რეესტრში და შეავსონ წლიური დეკლარაცია. იმიტომ რომ სხვანაირად გამჭვირვალობის უზრუნველყოფა არის შეუძლებელია და ეს აქვს ყველას ქვეყანას, სადაც მსგავსი კანონი მოქმედებს. ვალდებულებებში შედის მხოლოდ დარეგისტრირება და წლიური დეკლარაციის შევსება. ჩვენ გვაქვს ყველაზე ლოიალური კანონპროექტი რაც მსოფლიოშია. ეს იქნება აშშ თუ რუსეთი, საფრანგეთი თუ ევროკავშირში დაინიცირებული კანონპროექტი, კანადაში დაინიცირებული თუ ისრაელში და ავსტრალიაში მოქმედი კანონმდებლობა. გრადაცია რომ გავაკეთოთ ქვემოდან ზემოთ, ალბათ ასე იქნება. ქართული კანონი, შემდეგ შეიძლება იყოს ევროკავშირში დაინიცირებული, შემდეგ ისრაელი, კანადა, შემდეგ ალბათ აშშ და შემდეგ უკვე რუსეთი. დიახ ვუერთდებით - არა რუსულ კანონს. ვერავითარ შემთხვევაში აქედან იქამდე ვერავინ მივა, თუ საუბრობენ იმაზე და არგუმენტები მოაქვთ, რომ იცით ხვალ რას იზამთ არ ვიცითო, მაშინ გავაუქმოთ სისხლის სამართლის კოდექსი, იქნება ხვალ ვიღაცამ დახვრეტა ჩაწეროს [კოდექსში] პრევენცია იქნება მშვენიერი, დახვრეტა რომ არავინ ჩაწეროს სისხლის სამართლის კოდექსში, გავაუქმოთ ეს კოდექსი. ეს ლოგიკა არ არის. რაც წერია დღეს იმაზე ვილაპარაკოთ და მომავალში ამას ჩაწერენო, ამით ადამიანებს ნუ მოვატყუებთ. გამჭვირვალობა ამ ყველაზე არამკაცრი კანონითაც იქნება უზრუნველყოფილი რაც მსოფლიოში მოქმედებს“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი