მაკა ბოჭორიშვილი: ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 16 აპრილი 2024, 13:38

ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოჭორიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„მინდა მივმართო კამპანია „არა რუსულ კანონს“ ორგანიზატორებს. ყალბია ეს კამპანია, ჯერ ერთი იმიტომ, რომ საფუძველი არ აქვს და მითი კანონის რუსულობის შესახებ ვერ დამტკიცდება. უფრო მეტად ყალბია იმიტომ, რომ მას რუსული საქმის კეთებაში გამოწვრთნილი ე.წ. პოლიტიკოსები ასრულებენ. იმ ადამიანებსაც მინდა მივმართო, ვისაც გულწრფელად ადარდებს საქართველოს ევროპული მომავალი და აგერ უკვე ორი კვირაა არ წყდება მათი შანტაჟი. ნუ დაიჯერებთ იმ ადამიანების წუხილს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ვინც ყველაზე ისტორიულ მომენტში განუდგა საკუთარ სამშობლოს და ბრიუსელში კარდაკარ იარა ხალხის დასარწმუნებლად, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. ეს არის რუსული საქმე და არა გამჭვირვალობის მოთხოვნა. ვინმეს არ გეგონოთ, მე ვაბრალებ რამეს. თავად აღიარეს, დღემდე წუხან იმას, რომ ისტორიული შანსი გაუშვეს ხელიდან და შედეგს ვერ მიაღწიეს იმიტომ, რომ ამის უფლება არ მივეცით, არ დავიზარეთ მათი მავნებლობის გაქარწყლება და არ დავიზარეთ სიმართლისთვის ბრძოლა. ნუ დავუჯერებთ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელიც დაფინანსებას ხარჯავდნენ იმაში, რომ რაც შეიძლება აკადემიურად დაეწერათ, რატომ არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატობას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს ის ხალხია, ყველაზე მკაცრი არბიტრის, ევროკომისიის ანგარიშზე უფრო მკაცრად რომ აფასებენ საკუთარ სამშობლოს. ეს ის ხალხია, რომლებმაც იკადრა და საქართველო მაჩანჩალას კატეგორიაში განათავსა, მათივე ხელით შექმნილ რეიტინგებში. ნუ მოტყუვდებით, რომ ამ კანონით მოყვარე მტრად გამოცხადდება. უმადურობა რომ არ გვჩვევია, საიდუმლო არ არის და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტის დროსაც დაადასტურა. ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის არის საჭირო იმის ცოდნა, რაში იხარჯება თუნდაც ჩვენი პარტნიორების ფული საქართველოში და როგორ ხმარდება ის საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ გზას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი