ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 16 აპრილი 2024, 12:32

16-19 აპრილს, საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაცია, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილე ბო ლისთან, აღმასრულებელ დირექტორ პოლ ჰილბერსთან და ალტერნატიულ დირექტორ ვლად რაშკოვანთან. დაგეგმილია შეხვედრა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორ ჯიჰად აზურთან და მისიის სხვა წევრებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ასევე შეხვდება EBRD-ის პრეზიდენტს ოდილ რენე-ბასოს და სან-მარინოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს - კატია ტომასეტის.

გარდა ამისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში. კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა და ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი, მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდებიან. ქართული მხარე ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო პოტენციალსა და სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს გააცნობს.

აშშ-ში ვიზიტისას დაგეგმილია ქართული დელეგაციის მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმში. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) პრეზიდენტს ალფონსო გარსია მორას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი