შალვა პაპუაშვილი - გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცეოდა პოლიცია, სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 16 აპრილი 2024, 12:22

გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია, სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება. აქცია მიმდინარეობდა და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მათ არავინ უშლის ხელს, პირიქით, პოლიციელების სურვილი იყო, დაცული ყოფილიყო აქციის მშვიდობიანი ხასიათი, უსაფრთხოება, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა – იყო პიკეტირების მცდელობა. ამასთან დაკავშირებით მათ პოლიციამ უთხრა, არ მომხდარიყო გვერდითა ქუჩების გადაკეტვა, რათა პარლამენტის საქმიანობას საფრთხე არ შემქნოდა. მცდელობა იყო პოლიციაზე მიწოლის, რათა ინციდენტები ყოფილიყო.

მივმართავ მათ, ვინც ასეთ აქციაზე არის ხოლმე, რადგან შემდეგ მათგან გვესმის, მშვიდობიანი აქცია იყო და პოლიციას რატომ მოუწია ძალის გამოყენებაო – ვინც რუსთაველის გამზირზე დგას და მოცილებულია გვერდითა ქუჩას, დააკვირდნენ, გვერდითა ქუჩებზე რა ხდება. წინა ხაზები პოლიციასთან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდნენ, რათა გამოეწვიათ პოლიციის რეაქცია. ამიტომ, ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალადობა დაუშვებელია როგორც ინდივიდვალურად, ასევე კოლექტიურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი