შალვა პაპუაშვილი მშვიდობის ინდექსის რეიტინგზე: ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში და კოლაფსში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
58 16 აპრილი 2024, 11:58
ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში და კოლაფსში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებაზე საუბრისას.

„ეს არის ქართველი ხალხის სწორი არჩევანის დადასტურება, იმ არჩევანისა, რომელიც ქართველმა ხალხმა 2012 წლის შემდეგ უკვე რამდენჯერმე გააკეთა და რასაც ყოველდღიურად აკეთებს იმით, რომ რადიკალურ ჯგუფებს ჩვენს საზოგადოებაში სათანადო ადგილს მიუჩენს-ხოლმე. ქართველი ხალხის სწორი, ბრძნული მიდგომების შედეგია, რომ საქართველო არ გადაეშვა ომში და კოლაფსში, საითაც მოგვიწოდებდნენ რადიკალური ოპოზიცია, “ენჯეო”-სექტორის ზოგი წარმომადგენელი და სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი აქტორიც. გვეუბნებოდნენ, რომ უნდა შემოგვეღო სანქციები, უნდა გაგვეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი. ბევრ საკითხთან დაკავშირებით წინადადებებსა და რეკომენდაციებს გვაძლევდნენ არა ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, არამედ გვეუბნებოდნენ, რაც მათ ინტერესში იყო და ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების სწორ პოლიტიკას”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2024 წლის მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა, 49 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი