გიორგი კალანდარიშვილი: ვპროგნოზირებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 10 საათამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 16 აპრილი 2024, 10:25

გავლილი პილოტებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ [არჩევნების] წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 9 საათიდან დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 10 საათის პერიოდში, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შემაჯამებელი ოქმები პირდაპირ საარჩევნო ოლქებიდან პლანშეტების მეშვეობით გადაიგზავნება პირდაპირ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„ტრადიციულად მათი მიტანა ხორციელდებოდა საოლქოში, რაც თავის მხრივ დროსთან იყო დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც ტრადიციულზე, ასევე მოდერნიზებულ უბნებზე მოხდება პლანშეტების გამოყენება და მას შემდეგ, რაც ხმის მთვლელი აპარატები უზრუნველყოფენ დათვლას, ამოიბეჭდება ქვითარი, გადაეცემა ყველა იქ [საარჩევნო უბანზე] მყოფ უფლებამოსილ პირს და მას შემდეგ განხორციელდება შესაბამისი პლანშეტების მეშვეობით ცესკო-ში ამ ოქმების გადმოგზავნა. ეს ნიშნავს იმას, რომ იმთავითვე კონკრეტული საარჩევნო უბნების მონაცემები იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენი ვარაუდით, გავლილი პილოტებიდან გამომდინარე, ვპროგნოზირებთ, რომ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება შესაძლებელი იქნება საღამოს 9 საათიდან დაახლოებით 10-ის ნახევრიდან 10 საათის პერიოდში. ეს არის მართლაც მნიშვნელოვნად შემცირებული დრო იმ ტრადიციული გამოქვეყნებისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ აპარატი უზრუნველყოფს სიზუსტეს, მონაცემების დათვლას. გავლილმა პილოტებმა გვაჩვენა, რომ აპარატის მიერ და ხელით დათვლილი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, არ არსებობს ფაქტობრივად ცდომილება“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი