ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაზე: ახლა რომ ბურთი ჩაუწოდეთ რადიკალებს, თქვენ გგონიათ ქართველი ხალხი ვერ ხედავს და ვერ ხვდება, ვინ არის ქართველ უსამშობლოთა მთავარი სპარინგ-პარტნიორი და მთელი ეს „ბარდაგი“ საიდანაა მხარდაჭერილი?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 16 აპრილი 2024, 10:17
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ამით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბურთი ჩააწოდა რადიკალებს.
„ტავარი ჩაწვა“ და რანაირად უნდა გასაღდეს, ახალი შეფუთვა თუ მარკეტინგი?
მოკლედ, გამჭვირვალობის თემამ ვერ აწია ტემპერატურა და ახლა, სასამართლოს საკითხი წამოწიეს… ეგ ინსინუაცია შარშან გავიარეთ, ბატონო მილერ და ცოტა ტვინი დააყოლეთ რასაც აკეთებთ. თქვენი ადმინისტრაცია მალე „ჩამოლაბორანტდება“ და ამერიკულ-ქართულ ურთიერთობას სერიოზულად დააზარალებს თქვენი უპასუხისმგებლო და მავნებელი პოლიტიკა. ახლა რომ ბურთი ჩაუწოდეთ რადიკალებს, თქვენ გგონიათ ქართველი ხალხი ვერ ხედავს და ვერ ხვდება, ვინ არის ქართველ უსამშობლოთა მთავარი სპარინგ-პარტნიორი და მთელი ეს „ბარდაგი“ საიდანაა მხარდაჭერილი?! გაგიბანძდათ „ნარატივის“ მიწოდების ხერხები და ასე ღიად, დაუფარავად აძლევთ დავალებას ოპოზიციას?!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი