ეს კანონი მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო, პირობითად ვამბობ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდათ ეგეთი კანონი?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
69 15 აპრილი 2024, 17:47
გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. მერე სასაცილო ხდება. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, ეს კანონი მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო, პირობითად ვამბობ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდათ ეგეთი კანონი? - ეს ახლა რატომ გჭირდებათ, ხალხს რატომ აგიჟებთ? - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობას პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს მშვიდად ცხოვრებისა და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

„ერთი რამე მინდა გკითხოთ და მინდა, ძირითადად, თქვენს მომხრეებს ვესაუბრო. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვერ წაიკითხაო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვერ წაიკითხეს, აზრზე არ არიანო, ამერიკის ელჩი, აბა ეგ რას გაიგებდაო, ევროკავშირის ელჩმა კითხვა და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა არ იცისო. გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიეტუველმა, ვერავინ ვერაფერი გაიგო. მერე სასაცილო ხდება. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, ეს კანონი მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო, პირობითად ვამბობ და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე, რად გინდა ეგეთი კანონი.

არ ვიცი, გეფიქრებათ იმაზე, ხაშურში იქნება თუ არა წყალი, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ამაზე ფიქრობს და ფული აქვს ამაზე გამოყოფილი 58 მილიონი, რომ ხაშურში წყალი იყოს. გარდაბანში მაგალითად, არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა. ასევე წყალზე, 200 მილიონი ლარი.

მარტივი რამე მინდა გკითხოთ, ხალხი, რომელიც მილიარდებს ხარჯავს. მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეგ არის დასავლური ფულით გაკეთებული. რომ გიხარიათ წყალი უნდა იყოს სადმე და რამე გავაკეთეთ, სკოლები რემონტდებაო. ინტერნეტიზაციაზეც კი, ასობით მილიონ ლარს ხარჯავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ეს ახლა რატომ გჭირდებათ, ხალხს რატომ აგიჟებთ? მშვიდად მიდით არჩევნებამდე. გთავაზობთ ასეთ რამეს, გაიტანეთ ეს კანონი, გააჩერეთ. არჩევნებია 5 თავში, მიეცით ხალხს მშვიდად ცხოვრების და არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 5 თვის მერე გაიმარჯვეთ და დაწერეთ ეს კანონი, მიიღეთ მქუხარე ტაშით“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს მამუკა მდინარაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, მას არ სურს მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დახარჯული „შავი ფული გამომჟღავნდეს“.

„თქვენ ახლა, ფაქტობრივად, აღიარება მოგვეცით, ბატონო ლევან, იმასთან დაკავშირებით, რომ გინდათ, ამ არჩევნებთან დაკავშირებით დახარჯული ფული არ მოხვდეს დეკლარაციაში. ეგ არის, თქვენ ახლა აღიარეთ. აღიარეთ, რომ არჩევნებში შავი ფული რომ დაიხარჯება პოლიტიკური მიზნებისთვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, რომ არჩევნების მერე გადადეთო. იგივე ლოგიკით მეც მოგიწოდებთ, რომ რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ. 5 თვეში თქვენ რომ გკითხოთ, ხელისუფლებაში აღარ ვიქნებით და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ“,- განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი