სოზარ სუბარი: არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე, ვინც მაგალითად სვანების შესახებ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობს?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 15 აპრილი 2024, 16:42

ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის განცხადებას, რა დროსაც ამ უკანასკნელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში არაერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის სტატუსის არასწორად ინტერპრეტირების მაგალითები მოიყვანა. ბითაძის თქმით, ერთ-ერთი ამგვარი მაგალითი იყო სვანების წარმოჩენა მკვიდრ მოსახლეობად (Indigenous people) და ამ მოტივით სვანეთში ჰესის მშენებლობის შეჩერების საკითხის დასმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს იგივეა, რაც ამერიკაში ინდიელების თემა.

სოზარ სუბარი ეთანხმება კოლეგის მოსაზრებას, რომ ტერმინი Indigenous people არასწორად გამოიყენება. მეტიც, აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მტრობა.

„კარგად განმარტა ქალბატონმა მაიამ, მაგრამ მინდა დავაზუსტო კითხვა მოსახლეობისთვის - უბრალოდ მკვიდრი მოსახლეობას კი არა, როცა Indigenous people -ზე საუბრობენ ეს ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობის მიერ დაპყრობილი უფლებაწართმეული მოსახლეობის ტერმინის დამკვიდრებას ცდილობენ და მითხარით, ვინც ამას აკეთებს არის თუ არა საქართველოს მტერი და მოღალატე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - „გლობალურმა ომის პარტიამ“ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი - ევროპარლამენტი მათ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ
ირაკლი კობახიძე ზურაბიშვილზე - უბრალოდ ამ ქვეყნის მოღალატეა - მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ სერიოზული წვლილი მაქვს შეტანილი მის გაპრეზიდენტებაში
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
არქივი