ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში და ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი-კახა კალაძის განცხადება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 23 მაისი 2020, 15:17

„ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, განცხადებით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ვინ იქნება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში და ასევე, ვინ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მან კრიტერიუმებზეც ისაუბრა, რომლითაც კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებენ.

„თუ ვინ იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, ვინ იქნებიან მაჟორატარი დეპუტატობის კანდიდატები, ეს უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის. მუშაობა დაწყებულია ამ მიმართულებით. როგორც ყველა პარტია მუშაობს, ასევე მმართველი პარტია მუშაობს.

მაჟორიტარებს რაც შეეხება, იქნება ის ვისაც გამარჯვების მეტი შანსი ექნება, ვისაც მეტი მხარდამჭერი ჰყავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს კონკრეტულ რაიონებში. რაც შეეხება სიას, პროფესიონალიზმი, განათლება, მათი შემდეგი საქმიანობა, რომელიც მათ უნდა განახორციელონ პარლამენტში და ა.შ. ჯერ მიმდინარეობს მსჯელობა და ყველა იმ კრიტერიუმის გათვალისწინება მოხდება, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის”, - განაცხადა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი