სტატიები
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 30 მარტი 2024, 12:33

სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე.


„სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერ განცხადება გააკეთა, იმდენჯერ თავისი დილეტანტიზმი დაადასტურა და დაგვანახა, როგორ მძიმე დღეში შეიძლება, ჩავარდეს ადამიანი, როდესაც საუბრობს არა საკუთარი პოზიციებიდან, არამედ დავალებების შესაბამისად. შესაბამისად ცხადია, მის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა იონათამიშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას მოიყვანა მაგალითები, სად შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები, მათ შორის, ისაუბრა საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა ფართის გამოყენების შესაძლებლობაზე.


„სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდ ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთო. არსებობს პრაქტიკაც მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენს სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის ცალსახა პროვოკაცია
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
არქივი