სტატიები
ბაკურ აბულაძე - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
326 27 დეკემბერი 2023, 15:03

კორუფციული დანაშაული მისი სპეციფიკიდან, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხიდან და სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის პრიორიტეტებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რის გამოც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2023 წლის ცხრა თვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ განაცხადა.

გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რადგან კორუფცია საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს.

„კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პროკურატურის სისტემაში მოქმედებს სპეციალიზებული დანაყოფი – კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი და მაღალპროფესიონალი კადრებით და სრულად უზრუნველყოფილია სათანადო რესურსებით, რაც იძლევა მათი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გარანტიას“, – აღნიშნა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ამჟამად საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს მუშაობა სტრუქტურულ რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალიზებული ანტიკორუფციული დანაყოფის გაძლიერებას, რეგიონალური საგამოძიებო დანაყოფების სპეციალიზებული გამომძიებლებით დაკომპლექტებასა და მათ ცენტრალიზებულ მართვას.

გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ისაუბრა პროკურატურის თანამშრომელთა მაღალი კვალიფიკაციის მნიშვნელობაზე.

„მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაცია მუდმივად თანხვედრაში იყოს თანამედროვე სტანდარტებთან, შიდაეროვნულ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან. ამ მიზნით საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს თანამშრომელთა განგრძობად პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას“, – განაცხადა ბაკურ აბულაძემ.

საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ბაკურ აბულაძემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2023 წელს გამოძიება დაიწყო საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებულ 117 სისხლის სამართლის საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 99 პირის მიმართ. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 88 პირის მიმართ, რომლებიც კორუფციული დანაშაულის ჩადენის მომენტში დასაქმებულნი იყვნენ საჯარო სამსახურში, ხოლო მათგან 10 ბრალდებული  დანაშაულის ჩადენისას მაღალი თანამდებობის პირს წარმოადგენდა.

სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულში მხილებული 78 პირის მიმართ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯემალ გამახარია: ,,საკუთარ მიწაზე თავად დევნილობაა ყველაზე დიდი უსამართლობა."
რატი იონათამიშვილი - სალომე ზურაბიშვილის არანაირ განცხადებას ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის
შალვა პაპუაშვილი: შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ
მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ძალიან დასუსტდა და თავის თავი პოლიტიკურად დაისამარეს მოგონილი ნარატივებით და ტყუილების ტირაჟირებით, იგონებენ ტყუილებს, გაბრალებენ და ამას ეძახიან კრიტიკას
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანებას, ფაქტია, ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“
არქივი