მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1950 27 ივლისი 2020, 15:51

მე-9 მოწვევის პარლამენტში საარჩევნო ბლოკ „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ სიით რომ მოხვდები და მე-10 მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით აპირებ შესვლას, ალბათ, სანახევროდ პროპუტინისტურ და სანახევროდ პროდასავლურ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული. ნატო ჩხეიძის ვარსკვლავი, მაგალითად, სწორედ ასეთია. ადრე მას თავად ნაციონალები ლანძღავდნენ კრიმინალური წარსულის გამო, ბოლო ხანს პრორუსული პოლიტიკური ორიენტაციის გამო ატარებდნენ კრიტიკის ქარცეცხლში. ახლა კი ქარელი-ხაშურის ოლქის მაჟორიტარად დაასახელებენ. ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს.

ეს მოსალოდნელიც იყო. ქმარმა „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა რამდენიმე თვის წინ მთავარი ოპოზიციური ტელეარხის „მთავარის“ აქციები პირადად ნიკა გვარამიასგან შეიძინა, ცოლი კი მალევე „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერში გაწევრიანდა. მან პაატა ბურჭულაძის ყოფილ პარტიაში საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.  

საინტერესოა, ზაზა ტელევიზიის ერთ-ერთი მეწილე ხდება, ნატო კი პარტიულ კიბეზე ადის. ფულს ხომ უნდა გაკონტროლება? წლებია უკვე, ცოლ-ქმარი პოლიტიკაში როლებს სარფიანად იყოფს. 

წინა პოლიტიკურ ცხოვრებაში, უფრო შორს რომ არ წავიდეთ, ზაზა ოქუაშვილი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში მეორე იყო. ასე გახდა ის 2016 წელს აჭარის უმაღლეს საბჭოს წევრი. პატრიოტების სიით ზის პარლამენტში მისი ცოლი ნატო ჩხეიძეც. 

მაშინაც ერთად იყვნენ. ოქუაშვილი, შეიძლება ითქვას, პატრიოტების ძირითადი დამფინანსებელი იყო და როგორც ჩანს, იმდენად მსხვილიც, რომ უმაღლეს საბჭოში პატრიოტების ერთი კვოტა სწორედ მეორე ნომერმა ოქუაშვილმა აითვისა და არა პირველმა თარხან-მოურავმა.

პატრიოტების შემდეგ „ომეგას“ დამფუძნებელი „ნაციონალურ მოძრაობას“ დააფინანსებს.

პროდასავლური იმიჯის მქონე ფიგურა, რეფორმატორად არაერთხელ წოდებული გიორგი ვაშაძე კი ნაციონალების ბლოკს ტოვებს. ასე რომ, ნაციონალებმა ნატო ჩხეიძესა და გიორგი ვაშაძეს შორის არჩევანი პირველზე გააკეთეს. და თითქოს მხოლოდ ფინანსებშიც არ არის საქმე. როგორც ჩანს, პროდასავლურ ბანაკში ვაშაძის ამბიციები არ მოსწონთ. აბა, ნატოს რა ამბიციები აქვს? როგორ ჩუმადაც იდო პარლამენტში, ისე გააგრძელებს მომავალშიც, სანამ მისი ოჯახის ინტერესებს არავინ და არაფერი დაემუქრება. 

ისე, საინტერესოა, როგორ უნდა ჩაატაროს ნატომ საარჩევნო მარათონი, როცა მას ჯერ ჟურნალისტების სახელფასო დავალიანებაც არ აქვს დაფარული, არადა სასამართლო პროცესი წააგო და კანონით დაეკისრა. ჰოდა, ახლა ამ ქალს, ვისაც დასაქმებულების უფლებებიც ჰკიდია და სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ნაციონალები მხარს დაუჭერენ პროდასავლური და რევოლუციური სლოგანებითა და პიარშეფუთვით.
 
გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ცალკე ბლოკად გავიდნენ. არ არის გამორიცხული, გაერთიანებული ოპოზიციიდან მათ სხვებიც შეუერთდნენ, ისინი, ვინც ნაციონალების სიაში საკუთარ თავს ვერ იპოვიან. 

ასე რომ, პრორუსობაზე მითებს ნაციონალები როცა უნდათ, მაშინ ქმნიან და როცა აწყობთ, მაშინ აცამტვერებენ. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლუკაშენკო Forever?
პოლიტიკური ქრისტე და მითოლოგიური ტრადიციები ოპოზიციაში - „ქართული ოცნება“ განწირულია გამარჯვებისთვის
კარგავს თუ არა ოპოზიცია უპირატესობას არჩევნების წინ
პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ნეგატიური ფონი და დიდი დეპრესია
ძველის-ძველი ომის განახლება
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123