მიმდინარეობს საიტის ტესტირება დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში დარჩი სახლში მიმდინარეობს საიტის ტესტირება
ირაკლი ლექვინაძე „იუესეიდის“ ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელს შეხვდა
24 29 ივნისი 2020, 19:48

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ წარმომადგენლებს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები, მიღებული შედეგები, ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელთა გამოყენებაც სამომავლოდ კონკურენციის სფეროს გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

ყურადღება გამახვილდა კონკურენციის სფეროში მიღწეულ იმ წარმატებებზე, რომელსაც საქართველომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დანერგვის მიხედვით მიაღწია.

ირაკლი ლექვინაძემ პროგრამის წარმომადგენლებს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების შესახებ და 2020 წლის პირველ ნახევარში, როგორც ანალიტიკურ, ასევე რეგიონულ დონეზე განხორციელებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებს შორის, ორმხრივ დონეზე განხილულ იქნა დაინიცირებული კანონპროექტის ფარგლებში მოსამზადებელი და შემდგომ განსახორციელებელი აქტივობები. მათ შორის, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, კონკურენციის ადვოკატირების და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით – სასწავლო ვიზიტების ორგანიზება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური მიმართულებების რეფორმებზე მუშაობა, საზოგადოების საჭიროებათა გათვალისწინებით – კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა და სისტემურ მიდგომაზე დაყრდნობით, საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერება, ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესება და პრიორიტეტული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.

ირაკლი ლექვინაძემ „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის“ მთავრობის შესაძლებლობის გაძლიერების კომპონენტის ხელმძღვანელს, თამარ ბუაძეს შეხვედრის ინიცირებისათვის, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობას და მოიცავს იმ ინიციატივების ერთობლიობას, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური ზრდაზეა ორიენტირებული. ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი ფაქტორი არის კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის დამკვიდრება და თავისუფალი, სამართლიანი ბიზნეს გარემოს ხელშეწყობა. ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმატში, ჩვენ მზად ვართ კონკრეტული აქტივობების საფუძველზე, განსაზღვროთ ძირითადი პრიორიტეტები, მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილოთ. ჩვენთვის საერთაშორისო თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი და მადლობა მხრდაჭერისთვის“,- განაცხადა ლექვინაძემ.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა“ არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 5-წლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას ეკონომიკური მმართველობის გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საზოგადოება
08 ივლისი 2020, 16:45
სარეკლამო ადგილი - 12
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 13
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 14
485 x 50
სარეკლამო ადგილი - 15
155 x 200
08/07/2020 12:11
08/07/2020 12:08
08/07/2020 11:49
08/07/2020 11:41
08/07/2020 11:38
08/07/2020 11:36
08/07/2020 11:32
08/07/2020 11:04
08/07/2020 10:58
სარეკლამო ადგილი - 16
155 x 300
08/07/2020 10:52
08/07/2020 10:39
08/07/2020 10:23
08/07/2020 10:09
08/07/2020 09:54
07/07/2020 23:11
07/07/2020 21:56
07/07/2020 20:45
07/07/2020 20:39
სარეკლამო ადგილი - 17
155 x 500
თბილისი - 2020 წლის „საუკეთესო კულტურული ქალაქი“
თბილისი ლონდონისა და პარიზის გვერდით ევროპული მომავლის ქალაქებს შორის ლიდერ პოზიციებზეა
თბილისი პირველ ადგილზეა ევროპის მთავარ ქალაქებს შორის IFD-ის ეფექტიანობის მიხედვით
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში თბილისმა მესამე ადგილი დაიკავა
2020 წელს თბილისი იქცა ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ქალაქად, რომელიც იზიდავს ტურისტებს თავისი უძველესი კულტურით და მომავალზე ორიენტირებული სიახლეებით
თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის კონკურსში მონაწილეობს
ხმის მიცემის პროცედურა დღეს დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება. ხმის მიცემა შესაძლებელია შვიდ დღეში ერთხელ ნებისმიერი გეოგრაფიული ლოკაციიდან
თბილისის მერია მოსახლეობას კონცერტებითა და სანახაობებით დატვირთულ ორკვირიან საახალწლო დღესასწაულს სთავაზობს
სარეკლამო ადგილი - 9
316 x 60
მოსამართლის კრეატიული განაჩენები პატიმრობის ნაცვლად
წიგნის კითხვა, დალაგება, მორგში ძილი, ქველმოქმედება - ცნობილი ამერიკელი მოსამართლე მაიკ ციკონეტტი ბრალდებულებს არჩევანის უფლებას აძლევს - ან ციხე ან კრეატიული განაჩენი
ტყიბული - არჩევანი ცივილიზაციასა და სოციალურ ბომბს შორის
პროფკავშირები მუშების შრომითი უფლებების დაცვას მოითხოვენ
"კაწრო" შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს
ექვსწლიანი პატიმრობა გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს
მუხრანში ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა მოკლა
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა
ლაშა ნაცვლიშვილი - მწამებლებმა, რომლებსაც „ბასტით“ და „ბუბუთი“ მოიხსენიებდნენ, მიიღეს დავალება, შესულიყვნენ და ეწამებინათ პატიმრები, არ იცოდნენ, რომ ეს იმიტაცია იყო
პოლიტიკაბიზნესისამართალისპორტირეგიონებიმოგზაურობა
გართობასაზოგადოებათბილისიოკუპაციის ხაზიუფლება და რეალობა
არჩევნებისტატიებიგალერეა
ONGO.ge Copyright © 2019, ONGO.ge.   |   ელ-ფოსტა: dna.saagento@gmail.com   |   ტელ: (+995 32) 23 98 123