ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, კომიტეტის სხდომას არ ესწრებიან, ეს ადამიანები მხოლოდ დემაგოგიით გამოირჩევიან-ანრი ოხანაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
303 25 მაისი 2020, 13:16

ოპოზიციის წარმომადგენლები დემაგოგიით გამოირჩევიან და რეალურად არ მონაწილეობენ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ჰქვია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საქართველოს პარლამენტის მონიტორინგი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით 2019 წლის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომებში.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პარლამენტის მხრიდან ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და სიმბოლურია, რომ ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც საუბრობენ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე და მიგვითითებენ იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე აუცილებელია საპარლამენტო კონტროლი გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად, დღეს როდესაც ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს მთავრობა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, აქ ეს ადამიანები არ ესწრებიან. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ეს ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ლიტონი სიტყვებით, დემაგოგიით გამოირჩევიან და რეალურად არ მონაწილეობენ იმ უმნიშვნელოვანეს პროცესში, რასაც ჰქვია სწორედ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საქართველოს პარლამენტის მონიტორინგი საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მე ყველას მოვუწოდებ, გაითვალისწინონ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბერკეტი საქართველოს პარლამენტის ხელში, განახორციელოს მონიტორინგი და მიიღონ მონაწილეობა ამ სხდომებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი