ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 20 აპრილი 2024, 00:12

ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ შთაბეჭდილებას არგუმენტით ვერ ამყარებდე, კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სიმართლეს შობს არგუმენტების ჭიდილი და არა უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის.

„სკოლაში ვისწავლეთ, სამკუთხედი რომ სამკუთხედია, მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა, საშემოდგომო ყვებოდა. ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი უძახო იმის გამო, რომ შენს, წნეხის ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით, კატეგორიულად მიუღებელია. დასაბუთებული აზრის პატივისცემა არის ევროპული ღირებულებების ქვაკუთხედი. არგუმენტების ჭიდილი შობს სიმართლეს და არა იმის უპირობო განცდა, რომ ჭეშმარიტების მონოპოლია შენ გეკუთვნის“, – წერს რატი ბრეგაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. „რუსულ კანონს“ და ვითომ „რუსულ რეჟიმს“, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან
სოზარ სუბარი: როდესაც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ერთი უმაღლესი დონის შეხვედრაც კი არ ყოფილა და ამ დროს გვეუბნებიან - ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
დიმიტრი ხუნდაძე: ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში
სოზარ სუბარი: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები
გიორგი გაბუნია: ხელისუფლება ვალდებულიც კია, როდესაც ქვეყნის მიმართ იზრდება ინტერესები, მოახდინოს სავარაუდო რისკების პრევენცია, არავის მისცეს უფლება, ხელი აფათუროს ჩვენს სახელმწიფოში
არქივი