სოზარ სუბარი: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 03 მაისი 2024, 00:51
ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს უმაღლეს კომისარს თბილისის აქციების შეფასების მსგავსად შეაფასოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე მანიფესტაციები, რომელთა დაშლისას პოლიცია გაცილებით მკაცრ ზომებს მიმართავს, ვიდრე ეს საქართველოშია. 

სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ პოლიციას არ გადაუმეტებია ძალისთვის და მოქმედებს კანონის დაცვით, რისთვისაც მას მხოლოდ მადლობა ეკუთვნის. 

„ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი ზუსტად ისეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები და სადაც მართლა არ აქვს გამართლება იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხოლმე პირდაპირ ეთერში, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც პოლიციას არ გადაუმეტებია ძალაუფლებისთვის. პოლიცია ვალდებულია დაიცვას საქართველოს პარლამენტი, როდესაც ადგილი აქვს შენობაში შეჭრის მცდელობას, როდესაც ქუჩების გადაკეტვა ხდება მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს და მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს თავდაჭერილობისთვის, გმირობისთვის და კანონის ზედმიწევნით დაცვისთვის, რასაც ისინი აკეთებენ," -  განაცხადა სოზარ სუბარმა. 

შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა გაავრცელა  ინფორმაცია, რომელშიც  ხელისუფლებას მოუწოდებს  დაიცვას მანიფესტაციის მონაწილეების უფლებები, ხოლო მომიტინგეებს მიმართავს ისარგებლონ აზრის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებით და არ მიმართონ ძალადობას.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
„გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება - მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი ადამიანების შეკრება
დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ დიდ შეტევას ოჯახურ ღირებულებებზე, აუცილებელი გახდა უფრო აქტიური მხარდაჭერა ოჯახური ღირებულებების და მათი წარმოჩენა, როგორც დიდი სიწმინდის
რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იკრიბებიან, გზა გადაიკეტა
ჩინეთის ელჩი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა - ჩინეთი არ ერევა შიდა პოლიტიკაში
არქივი