მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 19 აპრილი 2024, 21:20

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს და სკანდირებენ: „არა რუსულ რეჟიმს“, „ევროკავშირს გაუმარჯოს“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მათი თქმით, ვიდრე მმართველი პარტია აღნიშნულ კანონპროექტს უკან არ გაიწვევს, პროტესტს არ შეწყვეტენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპირებენ, რომ რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ წევრის ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მათი მიზანია ახალგაზრდებში გაიზარდოს მუხტი და კიდევ უფრო გაღრმავდეს მათი ცნობიერება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ცუდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია, ესტაკადაზე ასასვლელი გადაკეტეს
სოზარ სუბარი: როდესაც მრავალი წლის განმავლობაში აშშ-ში ერთი უმაღლესი დონის შეხვედრაც კი არ ყოფილა და ამ დროს გვეუბნებიან - ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
დიმიტრი ხუნდაძე: ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ "პარტნიორმეგობრობაზე" მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში
სოზარ სუბარი: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები
არქივი