შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტარების განცხადებაზე: ეს ადამიანები EED-ის ბორდში სხედან, რომელიც „სირცხვილიას“ და „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას აფინანსებდა. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?! ეს უკვე ცინიზმია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 19 აპრილი 2024, 06:59

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე რამდენიმე ევროპარლამენტარის ერთობლივ განცხადებას გადაცემა „იმედი LIVE“-ში გამოეხმაურა და ცინიზმი უწოდა.

„დღეს ვნახე ევროპარლამენტარების განცხადება - ეს უკვე ცინიზმია. ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) ბორდში სხედან და ბორდის ხელმძღვანელები არიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზაცია პირდაპირ აფინანსებდა „სირცხვილიას“. „მოლოტოვის კოქტეილების“კამპანიას რომ აფინანსებენ, მერე ამას მალავენ, შემდეგ გამოდიან ცინიკურად და განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს ევროპის ღირებულებებს არ შეესაბამება, ბოდიში მომითხოვია და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა ევროპის ღირებულებებს შეესაბამება?!“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირების საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი 29 აპრილის სასესიო კვირაში დაუბრუნდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია ვოლსკი პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროვოცირება, მინდა მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს
შემიძლია, დღეს დაგასპოილეროთ და გითხრათ, რომ გაიხსნება მოლაპარაკებები და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს
გია ვოლსკი ოპოზიციაზე-როდესაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი
აშშ-ის საელჩო - ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს
არქივი